შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარ სამმართველოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლების მიერ, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა დანაშაულისთვის თურქეთის რესპუბლიკის 7 მოქალაქე: ატილლა დურდაღი, ჰარუნ ოსკანი, ომერ იალინიზი, ისმაილ იოზგატი, ომერფარუკ ერდოღანი, ცევატ უსტუნი და მეჰმედ ოსდევინი, რომლებმაც 2012 წლის 13 და 25 იანვარს, თურქეთის დროშით მცურავ გემ "AYSE AKANSU"-ით, ჯგუფურად დაარღვიეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის საზღვაო სივრცის პიცუნდის საზღვაო რაიონში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე (პრიმა ერთი) მუხლით.