შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე, პასუხისგებაში დანაშაულისთვის მიეცა თურქეთის რესპუბლიკის 5 მოქალაქე: მურათ ქოროღლუ, ოზგურ ჩელიქი, მეჰმეთ ბიიქ, ნეჩმი ბულდუქი და აჯარ ქადირი, რომლებმაც 2012 წლის 22 თებერვალს და 2 მარტს, თურქეთის დროშით მცურავ გემ "ISIK -3"-ით, ჯგუფურად დაარღვიეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი, საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის საზღვაო სივრცის პიცუნდის საზღვაო რაიონში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე (პრიმა ერთი) მუხლით.