ხანძარი ბათუმის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სულ ცოტა ხნის წინ მეხანძრეებმა ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს, რომელიც დაახლოებით 11 საათისთვის გაჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის ჩაქრობა საკმაოდ სწრაფად მოხერხდა შენობის 50% მაინც დაიწვა. სახლში ოჯახის 2 წევრი იმყოფებოდა, მათ მძიმე დამწვრობები მიიღეს რის შედეგადაც მათი საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელი გახდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„მოხდა უბედურიშემთხვევა ხანძარი, შესაბამისი სამსახურები ადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაზარალებულები გადაიყვანეს საავადმყოფოში", _ განაცხადა ბათუმის ვიცე-მერმა დავით ლეკვეიშვილმა