ლონდონის ცენტრში მდებარე ტოტენჰემ-კორტ-როუდის ქუჩის მონაკვეთი ჩაკეტილია. პოლიციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა ერთ-ერთი ოფისის მეხუთე სართულიდან კომპიუტერული მოწყობილობებისა და ავეჯის გადმოყრა დაიწყეს.
თვითმხილველთა განცხადებით, 50 წლის მამკაცი აცხადებსს, რომ მას აქვს ბომბი და იმუქრება მისი მოქმედებაში მოყვანით.
შენობაში მყოფნი ევაკუირებულნი არიან. დაკეტილია უახლოესი მეტროს სადგურიც.
პოლიცია ცდილობს უცნობ ადამიანთან მოლაპარაკებები გამართოს. ასევე მიმდინარეობს იმის გარკვეევა ნამდვილად შეიარაღებულია იგი თუ არა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ოფისის თანამშრომელი კომპანიის ხელმძღვანელთან კონფლიქტში შევიდა, რის შემდეგაც განვითარდა აღნიშნული ინცინდენტი.