სიღნაღის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლემ მე-3 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თვითმხილველებმა აცნობეს, ბავშვებს შელაპარაკება მაღაზიაში მოუვიდათ, მაღაზიიდან გასვლის შემდეგ კი 11 წლის მოზარდმა მასზე ერთი წლით უმცროსს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსა, საიდანაც ის თბილისში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მოზარდს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიღებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
სიღნაღის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის უფროსმა ნოდარ კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, რომ ფაქტის შესახებ არაფერი იცის. მომხდარის შესახებ ინფორმაციას მალავენ სიღნაღის პოლიციაშიც.
დაზუსტებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც სიღნაღის პოლიცია აწარმოებს. საქმეზე ზედამხედველობას სიღნაღის რაიონული პროკურატურა ახორციელებს.