ფოთიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ხეს შეეეჯახა, რის შედეგადაც 38 წლის ქალი გარდაიცვალა.
ავარიის შედეგად, სხვადასხვა დაზიანებებით ოთხი ადამიანიც დაშავდა. ისინი ინიციდენტის დროს ავტომანქანაში იმყოფებოდნენ.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.