გვიან ღამით თბილისის ზღვაზე 3 ახალგაზრდა დაჭრეს. 29 და 39 წლის მამაკაცებს, რომელთაც ჭრილობები მუცლისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჰქონდათ მიყენებული, თბილისის მე-5 საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.
რაც შეეხება მესამე დაჭრილს, მას ოპერაცია ამ დროისთვის უტარდება. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს დაზარალებულები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.