დღეს, 27 აპრილს 18.00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში ანსამბლ „თსუ გორდელას" სოლოკონცერტი გაიმართება. კონცერტზე „ გორდელა" ხალხისთვის უკვე ცნობილი, საყვარელი კომპოზიციების გარდა, ახალ რეპერტუარსაც წარადგენს. კერძოდ ყველა კუთხის ხალხურ სიმღერას, იმერული ქალაქური სიმღერების პოპურს და სხვადასხვა ჟანრების ნაზავ ახალ კომპოზიციებს.
კონცერტზე შედეგება ასევე ახალი სიმღერის პრემიერა, რომელიც „გორდელას" წევრმა თამუნა ალადაშვილმა 2011 წლის აგვისტოში ბათუმში მოკლულ 18 წლის „შავფაროსანს" გიორგი ლალიაშვილს მიუძღვნა.
„გორდელას" წევრის ქეთი კვირკელიას ცნობით, კონცერტი მაყურებელთა მოთხოვნით იმართება.
„წელიწადნახევარზე მეტია თბილისში სოლო კონცერტი არ გაგვიმართავს. თითმქის ყველა გალა კონცერტის შემდეგ, სადაც ჩვენ რამდენიმე სიმღერას ვმღეროდით, მაყურებელი მოდის და სოლო კონცერტის გამართვას გვთხოვს. ამ თხოვნით ხშირად მოგვმართავენ facebook-ის გვერდზეც. იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზი პატარაა და ხვალ ყველა ვერ შეძლესბ ჩვენს კონცერტზე დასწრებას, ერთი კონცერტის გამართვა ფილარმონიაშიც გვსურს. 14 ივნისს „გორდელა" 5 წლის ხდება. ფილარმნიაში სოლო კონცერტს სავრაუდოდ სწორედ ა ჩვენს იუბილეზე გავმართავთ. თუმცა მანამდე გარკვეული ტექნიკური დეტალებია მოსაგვარებელი",-აღნიშნა „გორდელას" წევრმა.
შეგახსენებთ, რომ „გორდელა" უკვე მრავალია წელია ყველა მნიშვნელოვანი ფესტივალის მუდმივი მონაწილეა. ანსამბლი მონაწილეობას იღებს ასევე ისეთ პროექტებშიც, როგორიცაა „იავნანას" საქველმოქმედო საღამოები, საახალწლო ღონისძიებები და სხვა გალა კონცერტები.
ნიჭიერმა გოგონებმა თავისი ახალგაზრდული ენერგიითა და პროფესიონალიზმით, ძალიან მალე შეძლეს მაყურებლის გულის მოგება. მათ სცენაზე ხშირად უწევენ პარტნიორობას ისეთი ცნობილი შემსრულებელები როგორებიც არიან ნუკრი კაპანაძე, დათო არჩვაძე და ა.შ .