შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, პოლიციელების შეიარაღება დღეს მხოლოდ კომპიუტერებით ხდება.
როგორც მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე განაცხადა, ბოლო სამი წლის განმავლობაში პოლიციელებს და კრიმინალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება არ ყოფილა.
მისი თქმით, ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც საქართველო ორგანზიაბეულ დანაშაულს ებრძოდა და ამიტომ ყველაზე მსუბუქად შეაიარაღებული პოლიცია ჰყავს.
"პირველი ორი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად ფიზიკური ომი გქვონდა დამნაშავე სამყაროსთან. ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა მთელი მაშინდელი მასმედია, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს არასამთავრობო ორგანზიაციები და ჩვენ ვიყავით არჩევანის წინაშე, გავუძლებდით თუ არა ამას. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში პირველ ორ წლიწადში, შსს-მ დაკარგა 40 ადამიანი და სამწუხაროდ, 37 ეჭვმიტანილი გარდაცვლილი იქნა შეტაკებების დროს. ჩვენ გავუძელით მაშინ ყველანაირ ზეწოლას, მორალურს, ფიზიკურს, სამხედროს,, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში არ გარდაცვლილა არცერთი მოქალაქე პოლიციელის ხელით,Y არ გარდაცვლილა არც ერთი პოლიციელი კრიმინალის ხელით, ბოლო სამი წლის განმავლობაში არ ყოფილა პოლიციის წინააღმდეგ, შეაიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი.
მერაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიციელების შეიარღება დღეს კომპიუტერებით მიმდინარეობს და საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პირს იდენტიფიცირებისთვის, დოკუმენტების ტარება არ სჭირდება.