ინტერნეტში გამოჩნდა ჰოლივუდის მსახიობის, ენტონი ჰოპკინსის პირველი ფოტოსურათი ცნობილი რეჟისორის ალფრედ ჰიჩკოკის როლში.
ჰოპკინსი ცნობილ რეჟისორს თამაშობს ფილმში "ჰიჩკოკი", რომლის თავდაპირველი სახელწოდებად მოიაზრებოდა "ალფრედ ჰიჩკოკი და 'ფსიხო". ფილმის დადგმით დაკავებული იყო საშა ჯერვასი.
სავარაუდოდ, ჯერვასის ახალ ფილმში ყურადღება დაეთმობა ჰიჩკოკისა და მისი მეუღლის ალმა რევილის ურთიერთობას. კინომატოგრაფისტის მეუღლის როლს ელენ მირენი შეასრულებს. ფილმში აღწერილი იქნება 1959-1960 წლების პერიოდი, როდესაც ჰიჩკოკი დაკავებული იყო ერთ-ერთი ცნობილი ფილმის "ფსიხოს" გადაღებით. ფილმში "ჰიჩკოკი" დაკავებული არიან აგრეთვე სკარლეტ იოჰანსონი, ჯესიკა ბილი და ტონი კოლეტი.