პაკისტანის უმაღლესმა სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რეზა გილანი დამნაშავედ სცნო ქვეყნის პრეზიდენტისა და მთავრობის სხვა წევრების მიმართ კორუფციის საქმის გამოძიებაზე უარის თქმაში. აღნიშნული დანაშაულის გამო სასამართლომ პრემიერი სიმბოლურად, რამდენიმე წუთით, სასამართლო დარბაზში დააპატიმრა.
რამდენიმე ხნით ადრე უმაღლესმა სასამართლომ მოითხოვა პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის წინააღმდეგ კოფუფციის ბლადებით მიმდინარე საქმის გამოძიების განახლება.
საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ხელშეუხებლობის სტატუსით სარგებლობს.