ჰააგის სპეციალური სასამართლო დღეს განაჩენს გამოუტანს ლიბერიის ყოფილ პრეზიდენტს ჩარლზ ტეილორს, რომელსაც ბრალი ედება როგორც სამხედრო დანაშაულებებში, ასევე დანაშაულში კაცობრიობის წინააღმდეგ.
გამოძიების მიერ წარმოდგენლილი საქმის მასალების მიხედვით, ჩარლზ ტეილორი პასუხისმგებელია ლიბერიის მეზობელ სახელწიფოში - სიერა-ლეონეში 1990-იან წლებში სამოქალაქო ომის დაწყებაში.
დანაშაულის ჩამონათვალში, რომელიც მას ბრალად აქვს წაყენებული შედის ტერორიზმი, მკვლელობები, სექსუალური ძალადობა, ჯარში ბავშვების გაწვევა და სხვ.
ტეილორი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იგი პოლიტიკური შეთქმულების მსხვერპლია.
მისთვის ბრალის დამტკიცების შემთქვევაში, იგი იქნება პირველი ექს-ლიდერი, რომელიც ნიურბერგის პროცესის შემდეგ საერთაშორისო სასამართლომ ბრაბლდებულეად სცნო, წერს ბი-ბი-სი.