სამართალდამცავებმა დააკავეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში მცხოვრები, 1984 წ.დ. თამაზ კვიციანი. შსს-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23 მარტს აღნიშნულმა პირმა, შურისძიების მოტივით, მეზობლად მცხოვრებ 1984 წ.დ. პაპუნა ჩიკვატიას ცივი იარაღის, კერძოდ დანის გამოყენებით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა სახის, მუცლის, ფეხისა და გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ჩიკვატია მიყენებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
24 აპრილს გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ თამაზ კვიციანი დაკავეს მესტიაში.
დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.