აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა "გზა თანამედროვე წიგნამდე''.
გამოფენაზე წარმოდგენილია ცენტრში დაცულ ხელნაწერთა ზუსტი ასლები (მულაჟები), მათ შორის: ხანმეტი ლექციონარი (VII-VIII სს.); სინური მრავალთავი (864 წ); ასტროლოგიური ტრაქტატი (1188-1210 წწ.); ვანის ოთხთავი (XII-XIII სს.); მოქვის სახარება (1300 წ.), "ვეფხისტყაოსნის'' უძველესი ნუსხები და სხვა.
გამოფენაზე წარმოდგენილია საინფორმაციო ბანერები. ბანერები მოიცავს საგანმანათლებლო თემებს: ქართული მწიგნობრობის განვითარების ისტორიას, ხელნაწერის შექმნის ტრადიცია და კულტურას, პირველი ქართული სტამბა და ნაბეჭდი წიგნი და სხვა.
დაიბეჭდება საგანმანათლებლო ბარათები, რომლებიც დამთვალიერებლებს დაურიგდებათ. ბარათები გამორჩეულ ქართულ ხელნაწერთა ფოტოებსა და მცირე საგანმანათლებლო შინაარსის ტექსტს მოიცავს. წარმოდგენილი მასალა ქართული მწიგნობრობის განვითარების ერთგვარ ისტორიას ასახავს.
პროექტი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.
გამოფენა აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში 30 აპრილამდე გაგრძელდება.