დღეს, 25 აპრილს, 19:00 საათზე "თიბისი გალერეაში" მინდია მიდელაშვილი წარმოადგენს მზით ნაბეჭდი ფოტოების გამოფენას, სახელწოდებით SUN PRINT".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები, რომლებიც 1842 წელს, მეცნიერ სერ ჯონ ჰერშელის მიერ აღმოჩენილი ტექნოლოგიით, მზის სხივების ზემოქმედებით არის დაბეჭდილი.
ორიგინალური ფოტოექსპოზიცია სრულიად განსხვავებულ გარემოში საქართველოში პირველად გაიმართება.