20 იანვარს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააგენტო" აწყობს კულტურულ ღონისძიებას სურამისა და ტაშისკარის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებში.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია კონცერტის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სატელევიზიო პროექტების "ანა-ბანასა" და "ჯეოსტარის" მომღერლები, ქორეოგრაფიულ ანსამბლ "მერანის" მოცეკვავეები და წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები.
კონცერტის ბოლოს აღნიშნულ ბავშვთა სახლებს საჩუქრად გადაეცემათ კომპიუტერული ტექნიკა.
ღონისძიება სურამის ბავშვთა სახლში დაიწყება 12:00 საათზე, ხოლო ტაშისკარის ბავშვთა სახლში _ 15:30 საათზე.