"ქრისტიან-დემოკრატები" "ბლოკ-ჯორჯიას" საქართველოდან გაძევებას ითხოვენ. პარტიის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი არც ერთი ვალდებულება არ შეასრულა. "ჩვენ მოვითხოვთ "ბლოკ-ჯორჯიას" საქართველოდან გაძევებას, რადგან ამ კომპანიამ სახელმწიფოსთვის ნაკისრი არც ერთი ვალდებულება არ შეასრულა. ფაქტიურად, ჰოსპიტალური სექტორი დღეს კატასტროფულ მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ ყველა საავადმყოფო, რომელიც ამ კომპანიას მიჰყიდა, საკუთრებაში უნდა დაიბრუნოს", - აცხადებს თარგამაძე.
მისივე განმარტებით, "ქრისტიან-დემოკრატებს" აქვთ კონკრეტული წინადადებები როგორ უნდა მოხდეს ჰოსპიტალურ სექტორში არსებული პრობლემების მოგვარება.
"ამ წინადადებებს პარლამენტშიც განვიხილავთ", - განმარტავს თარგამაძე.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოთხოვნით "ქრისტიან-დემოკრატები აქციის გამართვასაც გეგმავენ.