ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე მილან სტეჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ჩიკაგოს სამიტზე უცებ არ გადაწყდება, - ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"ბუქარესტის სამიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან დაისახა გარკვეული პოზიცია საქართველოს მიმართ, რომ უნდა გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ შესაძლოა ჩიკაგოს სამიტზე ამის გადაწყვეტა სწრაფად არ მოხდეს, ანუ საქართველო უცებ გახდეს ნატოს წევრი. თუმცა, ეს იქნება იმ მხარდჭერის დაფიქსირება, რომ უნდა გახდეს ნატოს წევრი", - აღნიშნა სტუმარმა.
მისივე თქმით, ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ მთელი ჩეხი საზოგადოების პოზიციაა და პოლიტიკურ პროგერსს სჭირდება მხარდაჭერა არა მარტო ფურცელზე, არამედ საჭიროა ეკონომიკური განვითარება.
მისი თქმით, ამ მიზნით შედიან დელეგაციაში ჩეხი ბიზნესმენებიც. "ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში, მაგრამ ეს მხარდაჭერა არა მარტო ფურცლებზე უნდა ხდებოდეს. უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედებები, ეს იქნება ეკონომიკური განვითარება თუ ინვესტიციები. ინვესტირებას არა მხოლოდ ჩეხეთის ბანკები მოახდენენ არამედ ჩეხეთის სახელმწიფო უჭერს მას მხარს. დელეგაციის წევრები გეგმავენ შეისწავლონ აქაური გარემო და მოახდინონ მეტი ინვესტირება სხვადასხვა დარგებში, რაც ხელს შეუწყობს დასაქმდეს მეტი ხალხი და გამყარდეს ურთიერთობა. უნდა გაგრძელდეს ურთიერთობა ენერგო სექტორში, კვლევები მეცნიერაბაში, ამიტომ დელეგაციაში იყო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, რომელიც მეცნიერებთან დაამყარებს კონტაქტს, რაც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება", - აღნიშნა სტუმარმა.
მილან შტეხიმ ხაზი გაუსვა, რომ ჩეხეთმა გამოიარა იგივე პერიოდი, რაც ახლა საქართველოს აქვს და ჩეხეთისთვის საქართველოსთვის მხარდაჭერა ნიშვნელოვანია.