22 იანვარს მოსკოვში მუსიკის საერთაშორისო სახლში ქართველი კომპოზიტორის ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნის საღამო გაიმართება. საღამოს გამართვის ინიციატორი და ორგანიზატორი რუსეთში ქართველთა კავშირია.
მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლში აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი შემსრულებლები _ მანანა თოდაძე, ნუგზარ კვაშალი, თამუნა ამონაშვილი და სხვა ქართველი შემსრულებლები. ივერიი შემრულებლები სპეციალურად ამ საღამოსათვის თბილისიდან მოსკოვში ჩავლენ.
"ალბათ ღვთის რისხვაა ის, რომ ოდესღაც ყველაზე მეგობრული ხალხი დღეს ერთმანეთს მტრულად უყურებს. უფალსაც ყველაზე კარგები მიჰყავს. მიდის ის ხალხი ვისაც უნდა მოეთხრო ორ ქვეყანას შორის სიყვარულზე. მათი შემოქმედება ხომ სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ჩვენი ორი ერი ერთიანდებოდა მრავალი წლის განმავლობაში.
ისინი თითქოს პროტესტის ნიშნად წავიდნენ. ხელოვანები გული ხომ ორ სამშობლოს შორის ვერ იხლიჩება. ჩვენ უნდა გვახსოვდე ეს ხალხი და უნდა გვახსოვდეს ის, რომ მათ ვერ მოასწრეს საქართველოსა და რუსეთის შერიგება",_ განაცხადა რუსეთი ქართველთა კავშირის თავმჯდომარემ მიხეილ ხუბუტიამ.