2006 წლის ეროვნული კრების მოწვევის საკოორდინაციო საბჭო და 2009-2010 წლების წარმომადგენლობითი ეროვნული კრების მოწვევის საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ეროვნული კრების ჩატარების იდეის მხარდაჭერას სთხოვს.
"მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ ფასეულობებზე, მენტალიტეტსა და ტრადიციებზე ორიენტირებულ ყველა ძალას, შემოუერთდეს ეროვნული კრების ჩატარების იდეას", _ აღნიშნულია განცხადებაში.