კანში კინოფესტივალის პერიოდში 100 ათასიდან 125 ათას სტუმარს ელოდებიან. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალზე, რომელიც 16-27 მაისს გაიმართება, 21 ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი.
ანალიტიკოსების განმარტებით, ამ პერიოდში კანში ჩასული სტუმრების 80 % ტრადიციულად კინოინდუსტრიის წარმომადგენლები არიან.
ფესტივალის ფარგლებში ხდება სხვადასხვა ხელშეკრულებების გაფორმება, რათა ამათუ იმ ქვეყანამ და კომპანიამ კონკრეტული ფილმების ჩვენების უფლებები მოიპოვონ. ფესტივალზე ხდება ასევე სამომავლო პროექტებისთვის სპონსორების მოძიებაც. ტრადიციულად კანში სასტუმროების დაჯავშნა, საკონკურსო ფილმების დასახელების შემდეგ ხდება. კინოფესტივალის ჟიურიმ ფილმების ჩამონათვალი 19 აპრილს გამოაქვეყნა, თუმცა ამ დროისათვის კანში სასტუმროები ფაქტობრივად უკვე დაჯავშნილია.