21 აპრილს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ტრიო "ბრავოს" (გალინა ბანდურა - ვიოლინო, ანატოლი დანელიანი -ალტი, ალიონა ოგანოვა - ფორტეპიანო) კონცერტი The Best for You გაიმართება.
კონცერტი ეძღვნება საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების ოცი წლის იუბილეს. ღონისძიების პარტნიორები არიან თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.