20 აპრილიდან სოციალური ქსელი Facebook-ი წარმოადგენს რეჟისორ კევინ მაკდონალდის დოკუმენტურ ფილმს "მერლის".
ბოლო წლებში დამოუკიდებელი სტუდიების მიერ გადაღებული პატარა ფილმებისთვის ონლაინრელიზი ჩვეულებლივ მოვლენად იქცა. თუმცა, აშშ-ში გადაღებული ფილმებისთვის კინოგაქირავების დაწყების სინქრონთან ერთად ჩვენება სოციალურ ქსელში პირველი გამოცდილება იქნება.
კევინ მაკდონალდის ფილმის ჩვენება მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი 20 აპრილიდან 6,99 დოლარად გახდება. ონლაინჩვენებიდან მიღებული საკასო შემოსავლის ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცემა. ფილმის შეძენა ასევე შესაძლებელი გახდება სერვის "ვიდეოშეკვეთით".
ფილმის გადაღებისათვის ბობ მარლის ოჯახმა პირველად წარმოადგინა ფოტოები და ვიდეო მისი არქივიდან. მუსიკოსის ვაჟმა ზიგ მარლიმ ფილმს "გულახდილობით მამის ცხოვრებიდან" უწოდა და განაცხადა, რომ მარლის ოჯახი "ამაყია იმით, რომ მსოფლიოს შესაძლებლობას მისცემს განიცადოს მისი ემოციური გზა".
"მარლის" მსოფლიო პრემიერა 2012 წლის 9-19 თებერვლის ჩათვლით ბერლინის 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
"მარლის" შემქმნელმა კევინ მაკდონალდმა გადაიღო ფილმი "ერთხელ სექტემბერში", რომელიც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე ისრაელის სპორტსმენების მკვლელობას მიეძღვნა და ორ ახალგაზრდა ალპინისტებზე ფილმი "შეხება სიცარიელესთან". მის მიერ გადაღებული ფილმებიდან "ოსკარის" მფლობელია ფილმი "შოტლანდიის უკანასკნელი მეფე".
2011 წელს მაკდონალდმა მონაწილეობა მიიღო რიდლი სკოტის და YouTube-ის მასშტაბურ პროექტში, ფილმით "ცხოვრება ერთი დღით".