დღეს, 20 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ცეკვის თეატრ "მეტეხის" 35 წლის იუბილე, მისი დამფუძნებლის და სამხატვრო ხელმძღვანელის გელოდი ფოცხიშვილის სასცენო მოღვაწეობის 45 და დაბადების 65 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
საკონცერტო დარბაზის ფოიეში მოეწყობა ანსამბლ "მეტეხის" მიერ 35 წლის განმავლობაში განვლილი შემოქმედებითი გზის ამსახველი ფოტოგამოფენა.
"მეტეხი" 35 წელია ემსახურება ქართულ კულტურას, აქვს შემოვლილი მსოფლიო და პოპულარიზაციას უწევს ქართულ პლასტიკას ყველა ქვეყანაში.
ღონისძიებების ორგანიზატორია ქ. თბილისის მერია.