დღეს, 20 აპრილს, 17:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში პიანისტის, კონცერტმაისტერის, ვაჟა ჩაჩავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
საღამოს უძღვება ნოდარ ანდღულაძე. ღონისძიებაში მონაწილეობენ ნანა დიმიტრიადი, გიორგი შავერდაშვილი, გიგა თაგაური, ნათია ბერაია, ნათია მელქაძე, გიორგი გონაშვილი, გიორგი თოდუა, პაატა სუხიტაშვილი, ნინო ტოფაძე, მარიამ გოგოჭური, ლიზი რამიშვილი, თინათინ ალავიძე, მარინე მეტრეველი და მაია ფერაძე.