სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს საკუთარ ნათლულებს დალოცავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფონდ "ლაზარედან" აცნობეს, ამ მიზნით უწმინდესი ნათლულებსა და მათ მშობლებს სპორტის სასახლეში ეპატიჟება.
"თითოეულ ოჯახზე სამი მოსაწვევია გათვალისწინებული. პატრიარქი ნათლულებსა და მათ ოჯახებს შეხვდება, ნათლისღების დღესასწაულს მიულოცავს და მათ დალოცავს", - აცხადებენ "ლაზარეში".
შეგახსენებთ, რომ 10 საჯარო ნათლობის შედეგად უწმინდესმა ყველა ჯვარდაწერილი ოჯახის მესამე და შემდეგი, უკვე 4 ათასზე მეტი ბავშვი მონათლა.