23 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის "ივენთ ჰოლში" ჩატარდება პრესკონფერენცია რიგით მეექვსე ბლექ სი ჯაზ-ფესტივალის (6th Black Sea Jazz Festival) შესახებ.
პრესკონფერენციის სტუმრები იქნებიან: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, თიბისი სტატუსის დირექტორი მადონა წულაია, ისთერნ ფრომოუშენის დირექტორი მიხეილ გიორგაძე და მუსიკოსი ფრედ ვესლი, რომელიც სპეციალურად ჟურნალისტებისთვის შეასრულებს ერთ კომპოზიციას ბენდთან ერთად.
;