დღეს, 19 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ART-კაფეში ცნობილი რუსი პოეტის გლებ შულპიაკოვის პოეზიის საღამო გაიმართება. პოეტი წაიკითხავს ამონარიდებს ახალი კრებულიდან ,,წერილები იაკუბს" და გაესაუბრება ქართველ მწერლებსა და პოეზიის მოყვარულებს.
გლებ შულპიაკოვი მოსკოველი პოეტი, პროზაიკოსი, რუსული ლიტერატურის ახალი თაობის წარმომადგენელი და ამავდროულად საქართველოს დიდი გულშემატკივარი და მეგობარია.
პოეტი 1971 წლის 28 იანვარს დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ავტორია ლექსების კრებულებისა: ,,წკიპურტი" (2001), ,,რკო"(2007), ,,წერილები იაკუბს" (2012), მგზავრის ჩანაწერებისა: ,,პერსონა Grappa" (2002), ,,ბიძიას სიზმარი" (2005),,,აგატა კრისტის მოყვარულთა კლუბი" (2009) და ,,ქალაქი Ё" (2012).
გლებ შულპიაკოვის ,,აღმოსავლური ტრილოგიის" პირველი რომანი ,,სინანას წიგნი" გამოქვეყნდა 2005 წელს, მეორე - ,,ცუნამი" - 2008-ში, მესამე ,,ფესი" 2010-ში. პოეტის ნაშრომებში შედის ტედ ჰიუზის და რობერტ ჰასის თარგმანები ინგლისურიდან. 2011 წელს აშშ-ში გამოვიდა ინგლისურენოვანი ლექსების კრებული ,,Fireproof Box", რომელიც შეტანილია ,, Best Translated Book Award"-ის მოკლე სიაში.
შულპიაკოვი ავტორია პიესებისა ,,პუშკინი ამერიკაში" (კონკურსის ,,მოქმედი პირები-2005" ლაურეატი) და ,,ქონდრისკაცი" (2004წ დაიდგა მაიაკოვსკის თეატრში). მიღებული აქვს წამახალისებელი პრემია ,,ტრიუმფი" პოეზიის დარგში (2000), 2008-2010 წლებში პოეტი იყო წამყვანი ყოველკვირეული პროგრამისა ,,რესპუბლიკის მონაპოვარი", ტელეარხზე ,,კულტურა".