სპორტისა და დასვენებისთვის განკუთვლინი მოცურავე საშუალებები ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება. ამასთან დაკავშიებით ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის, რომლის განხილვაც პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდება იახტები და დანარჩენი მოცურავე საშუალებები დასვენებისა ან სპორტისათვის. ასევე, აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება ნიჩბიანი ნავებსა და კანოესაც.
კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა.