დღეს, 18 აპრილს, 18:00 საათზე ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება. საორკესტრო-ჩასაბერი და დასარტყამი საკრავის მიმართულებით,(ჰობოის კლასი).კონცერტში მონაწილეობენ: ნინო ჩოხელი, მიხეილ გოგიშვილი, ვლადიმერ ასტოიანი, სოფო ჩოხელი, ზურა გვანცელაძე, ცოტნე დარჯანია, ელენე ბარათაშვილი, ეკა ცენტერაძე, ლაშა მღებრიშვილი და ნიკო მაჭავარიანი. კონცერტმაისტერები: მანანა ფალიანი, ნესტან გუნიავა, ეკა შენგელია. ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე. დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები