20 იანვარს, 17:00 საათზე, წმინდა სამების ტაძართან არსებულ სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ახალგაზრდულ ცენტრში კომპანია თებულოტური და საინიციატივო ჯგუფი (შალვა ელოშვილი, ლიზა ჩქარეული, ანა გელაშვილი), ყაზბეგის რაიონის ხელმძღვანელობის თანადგომით წარმოადგენენ ალექსანდრე ყაზბეგის ხსოვნის საღამოს: "შვილო ტანჯულის ქვეყნისავ".
საღამო ეძღვნება ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 162 წლისთავს. მასში მონაწილეობენ მეცნიერ-მკვლევრები: ვალერიან ითონიშვილი, როსტომ ჩხეიძე, მექა ხანგოშვილი, ნანა ვალიშვილი, ამირან არაბული, ლადო მინაშვილი, მიხეილ ქურდიანი, ერეკლე საღლიანი, ნაირა პიბიევა; ანსამბლები: "ჯვარული", "დიდებაი", "გოგოჭურები", "შემოქმედი", "ფიც-ვერცხლი"; მომღერლები: თეონა ქუმსიაშვილი, გელა დაიაური, სულთან ბორჩაშვილი; პოეტები: თენგო ავსაჯანიშვილი, ნინო მარსაგიშვილი, ლია ბედოშვილი.