"საქსტატის" ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ-მარტში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2244 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია. წინასწარი მონაცემების თანახმად, იანვარ-მარტში ექსპორტმა 539 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (16 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 1706 მლნ. აშშ დოლარი (17 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-მარტში 1167 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 52 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დაზუსტებული მაჩვენებლები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 24 აპრილს.