"აეროპორტის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის" ახალი მფლობელი "თბილისის საერთაშორისო საავიაციო სასწავლო ცენტრი" გახდა. ობიექტის საწყისი ღირებულება კი 1,1 მლნ ლარით იყო განსაზღვრული თუმცა ინვესტორმა ობიექტი 1,2 მლნ ლარად შეიძინა. საპრივატიზაციო პირობების თანახმად, ობიექტის ახალი მფლობელი ვალდებულია საპრივატიზებო ობიექტში განთავსებულ მოსარგებლესთან - სს ,,ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტთან" მარცხენა ფლიგელის პირველი სართულიდან 85.00 კვ.მ. ფართით 2012 წლის 31 დეკემბრამდე სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმოს.
"აეროპორტის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკი"კაპიტალი (31.12.2011 წლის ბალანსის მონაცემებით) - 76 010 ლარადაა შეფასებული, რომელსაც დებიტორული დავალიანების სახით 24 181 ლარი, ხოლო კრედიტორული დავალიანების სახით - 45 057 ლარი ერიცხება. "აეროპორტის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის" გასასხვისებლად ელეტრონული აუქციონი 17 აპრილისთვისაა ჩანიშნული.