ს.მ "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" იურისტებმა 2012 წლის 9 აპრილს დაიწყეს ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის სისხლის სამართლის საქმის შესწავლა. ასევე ჩვენს მიერ განხორცილდება სრული მონიტორინგი ანზორ ქოქოლაძის სასამართლო პროცესზე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. მონიტორინგი გაგრძელდება ასევე პატიმრობის პერიოდში, რათა არ მოხდეს მისი უფლებების შელახვა.
"ჩვენი თხოვნით რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაცია ჩაერთო ანზორ ქოქოლაძის სისხლის სამართლის საქმის შესწავლის პროცესში და სამართლებრივი დასკვნის შედგენისთანავე, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოქვეყნდება უფლებადამცველების დასკვნა ანზორ ქოქოლაძის სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებების კანონიერების თაობაზე.
შეგახსენებთ ანზორ ქოქლაძე დაპატიმრებული იქნა 2010 წლის 03 აგვისტოს
განაჩენი გამოტანილი იქნა-2011 წლის 21 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ (მოსამართლე ნინო ელიეშვილი); ახალი ბრალი წარედგინა --2011 წლის 13 დეკემბერს; შესაბამისად ახალი, დამატებითი ბრალდებით ქოქოლაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში", - ნათქვამია "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანზორ ქოქოლაძის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება 19 აპრილს 13 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.