საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 22 წლის ახალგაზრდა მდინარე იორში დაიხრჩო.
მეხტი ქაზუმოვი მეგობრებთან ერთად მდინარის ნაპირზე სვამდა, მოგვიანებით კი წყალში საბანაოდ შევიდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ ადგილობრივი მაშველები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები. ცხედარს ორსაათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს