უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება. ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა ლასლო შოლიომმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ვაშაძე უნგრეთში სამუშაო ვიზიტით უკვე მესამე დღეა იმყოფება და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.
საუბრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებაა.
ვაშაძის უნგრეთში ვიზიტი, რომელი 19 ოქტომბერს დაიწყო, დღეს დასრულდება.