ხვალ, 17აპრილს, გურიაში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ვიზიტი შედგება. 16:00 სთ-ზე, კულტურის მინისტრი ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ეწვევა, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდება და მათ საჭირო კომპიუტერულ ტექნიკასა და წიგნებს გადასცემს.
16:30 სთ-ზე, მინისტრი დაათვალიერებს ოზურგეთში არქეოლოგიური გათხების შედეგად აღმოჩენილ აბანოებს.
16:45 სთ-ზე, ნიკოლოზ რურუა ესტუმრება სახვითი ხელოვნების განვითარების ცენტრს, სადაც სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის „გურია" ხელმძღვანელის ჯუმბერ დუნდუას შემოქმედებისადმი მიძღვნილ გამოფენას დაათვალიერებს.
ვიზიტის ბოლოს, 17:00 სთ-ზე მინისტრი ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა და საჩუქრად საკონცერტო როიალს გადასცემს, აქვე შეხვდება ოზურგეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და პედაგოგებს „დამსახურებული პედაგოგის" წოდებას მიანიჭებს. აქვე გაიმართება სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,გურია" კონცერტი. კონცერტის ბოლოს კი ანსამბლის ხელმძღვანელის ჯუმბერ დუნდუას ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართება.
გურიაში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, მინისტის მოადგილე დავით ქირია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ვალერიან ჩიტაიშვილი.