ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 1940 წელს სმოლენსკთან ახლოს სოფელ კატინთან პოლონელი ოფიცრების დახვრეტას "სამხედრო დანაშაულის" კვალიფიკაცია მიანიჭა, თუმცა რუსეთისთვის მომხდარის ხელახალი გამოძიების რეკომენდაცია არ მიუცია.
"სასამართლო მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ პოლონელი სამხედრო მოსამსახურეების მასობრივი დახვრეტა სამხედრო დანაშაულია", - ნათქვამია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განცხადებაში და განმარტებულია, რომ საბჭოთა კავშირს უნდა დაეცვა სამხედროებისადმი მოპყრობის ჰუმანური წესები, რომელიც მას საერთაშორისო ვალდებულელებებით ჰქონდა ნაკისრი.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაღუპულთა ნათესავების საჩივარი რუსეთის მიერ არაეფქტურად ჩატარებული გამოძიების შესახებ თუმცა დაადგინა, რომ რუსეთმა დაღუპულების ახლობლებს არასაკმარისი ინფორმაცია მიაწოდა.
კატინის საქმეზე პოლონელი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებმა საჩივარი 2007-2009 წლებში შეიტანეს.
რუსეთმა საბჭოთა კავშირის ბრალეულობა ამ საქმეში პირველად 1990 წელს აღიარა, 20 წლის შემდეგ კი პოლონულ მხარეს საქმის ელექტრონული ვერსია გადაეცა.