17 აპრილს, 15:00 საათზე, სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დარსებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შესრულებული ბოლო წლების საუკეთესო საკურსო და სადიპლომო ნამუშევრების გამოიფინება.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი სახელოვნებო უნივერსიტეტი, ქ.თბილისში ალ.გრიბოედოვის N22-ში, 1922 წლიდან ფუნქციონირებს. 1922 წლის 14 მაისს აკადემიის საბჭოს საზეიმო სხდომაზე აკადემიის პირველი რექტორი -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის კათედრის გამგე, პროფესორი გიორგი ჩუბინაშვილი აირჩიეს.