ოსლოში ანდრეს ბრეივიკის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ოსლოსა და უტოიაზე დაღუპულთა ახლობლები აცხადებენ, რომ ბრეივიკი სულ ცოტა სამუდამო პატიმრობას იმსახურებს. ნორვეგიის საკმაოდ ჰუმანური კანონმდებლობის გამო ისინი მოითხოვენ, რომ ბრეივიკი ევროსასამართლომ გაასამართლოს.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში და კუნძულ უტოიაზე, ანდრეს ბრეივიკის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო, 77 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა.
დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის თამთა ლიპარტელიანიც იყო.