ნიუ-იორკის კინოაკადემიის დოკუმენტური ფილმების კათედრის გამგემ, ანდრეი სვიფტმა, გამოაქვეყნა ხუთი "ვირუსული" ვიდეოს სია, რომლებმაც, მისი აზრით, მსოფლიო შეცვალეს.
"ჩვენთვის, დოკუმენტალისტებისთვის, ფილმი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მსოფლიო, წმინდა გრაალია", - წერს კინოაკადემიის ბლოგზე ანდრეი სვიფტი.
მან ხუთი "ვირუსული" ფილმი შეარჩია - ძირითადად ეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებია. ანდრეი სვიფტის სია ასე გამოიყურება:
1. It Gets Better - ეს დოკუმენტური ფილმი წარმოადგენს "ბოთლში წერილს", რომელიც ორი მამაკაცის, ტერისა და დენის მიერაა დაწერილი. წერილში საუბარია, რომ "ყველაფერი უკეთ იქნება". ავტორები ჰომოსექსუალ მოზარდებს მიმართავენ, რომლებიც თავიანთი ორიენტაციის გამო მუდმივ შეურაცხყოფას და დამცირებას განიცდიან. ეს წერილი მას შემდეგ დაიწერა, რაც 2010 წელს თითქმის ერთმანეთის მიყოლებით მსგავსი ორიენტაციის ოთხმა მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
2.Kony 2012 - ვიდეო, რომელსაც თითქმის თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში Youtube-ზე 100 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავდა, აჩვენებს, თუ როგორი მძლავრი იარაღია ინტერნეტი იდეების გავრცელების და მოძრაობის შესაქმნელად, იმის გათვალისწინებით, რომ განთავსებული ინფორმაციის უტყუარობის შემოწმება ძნელია.
3. Playing for Change "Stand by Me" - მუსიკალური ვიდეო მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც გვმართავს როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად, იმის გაგებით, რომ მსოფლიოში ბევრი ლამაზი კულტურა არსებობს, რომელსაც შეუძლია ურთიერთქმედება, ერთად "თამაში", გვასწავლის, რომ შეგვიძლია ერთად მშვენიერი მუსიკის შექმნა".
4. Susan Boyle - Britain's Got Talent - ვიდეო გვიყვება ადამიანის ცვლილების გასაოცარ ისტორიას. პიროვნება, რომელსაც მუდმივად დასცინოდნენ და სერიოზულად არავინ აღიქვამდა, მოულოდნელად საერთაშორისო დონის ვარსკვლავი გახდა.
5. Crush on ObamaTavis - თავის სხვადასხვა ინკარნაციაში ვიდეომ "ობამა გოგოებით" 120 მილიონ მნახველზე მეტი მოიპოვა და რაც არ უნდა სულელურად ჩანდეს, "ბევრი მედია Crush on Obama-ს 208 წლის გადამწყვეტ ფაქტორად ასახელებს, რომლის დამსახურებითც ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს", - წერს სვიფტი.