"საქართველოს ბანკი" აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შაბათს, 14 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან დღის 14:00 საათამდე, ხოლო მეტროს და ექსპრესის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.
ბანკის ინფორმაციით, 15 და 16 აპრილი საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრისთვის, მათ შორის მეტროს სერვისცენტრებისთვის, დასვენების დღეები იქნება.
მომხმარებელს, რომელსაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 13 და 14 აპრილი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლია 12 აპრილს, 21:00 საათამდე, ექსპრესის სერვისცენტრებში ან 20:00 საათამდე მეტროს სერვისცენტრებში. ხოლო მათ, ვისაც დაანგარიშების თარიღი აქვს 15 და 16 აპრილი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შეტანა შეუძლია 14 აპრილს, 14:00 საათამდე. საკრედიტო ბარათზე მინიმალური თანხის დაფარვა, მომხმარებელს შეეძლება 12 აპრილს, 21:00 საათამდე და 14 აპრილს 14:00 საათამდე.
17 აპრილიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.