სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საქართველოს "შრომის კოდექსის" გადახედვას ითხოვს. როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ანგარიშის განხილვისას, "ქრისტიან-დემოკრატების" წევრის მაგდა ანიკაშვილის საპასუხოდ განაცხადა, "შრომის კოდექსით" ძირითადად მხოლოდ ფეხმძიმე ქალების უფლებებია დაცული, თუმცა ისიც მეტ-ნაკლებად.
მისი თქმით, ქვეყანას, რომელიც აცხადებს მზადყოფნას, მოახდინოს სრული ინტეგრირება ევროკავშორში, მოუწევს გადახედოს იმ სტანდარტებს, რომელიც მოქმედი შრომითი კანონდმებლობით არის დადგენილი.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებები და იმათი უფლებებიც, რომელთა დამსაქმებელთან ურთიერთობა რეგულირდება მოქმედი კოდექსით, უნდა გადაიხედოს და მათი დაცვის სტანდარტი ამაღლდეს.
"ამაზე ჩემი სრული მხარდაჭერა გექნებათ, რათა რეალურად გადაიხედოს შრომის კოდექსით გათვალსიიწნებული სტანდარტები", - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ანიკაშვილმა დღეს მმართველ გუნდს "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ შემუშავებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლლილებების განხილვისკენ მოუწოდა.