საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს მანიფესტაციებთან დაკავშირებით, რეკომენდაციით მიმართავს.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ომბუდსმენმა 2011 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის საკითხი მათი უწყების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.
სახალხო დამცველი მერაბიშვილს ურჩევს, მის დაქვემდებარებაში მყოფი შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს სამართალდარღვევის დიფერენცირებაზე, დაშლის ტექნიკასა და მასის მართვაზე ტრენინგები ჩაუტაროს, რათა შეკრებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული გამოხატვის უფლება არ შეილახოს.
სახალხო დამცველი პარლამენტს პლენარული სხდომის ფორმატში ანგარიშს აბარებს.