საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სამტრედიის რაიონში სოფელ იანეთის მოსახლეობას შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარე მოსახლეობას ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სკოლების რეაბილიტაციაზე ესაუბრა.
ადგილობრივებმა მას სოფლის გაზიფიცირება სთხოვეს. პარლამენტის თავმჯდომარე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სოფელს გაზი წლის ბოლომდე ექნება.
"მთავარი პრიორიტეტები წელს სოფლის მეურნეობა და მოსახლეობის დახმარებაა, იმისთვის, რომ ქართული სოფელი დადგეს ფეხზე და ქართველი გლეხი წელში გამართული იყოს. ჩვენი პრიორიტეტია, ასევე, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, რადგან მაქსიმალურად ბევრი მოქალაქე იყოს დაზღვეული და ჰქონდეს მკურნალობის საშუალება", - განაცხადა ბაქრაძემ.