საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ხაბაზი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის მცდელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რუსების მიერ იყოს შემოგდებული.
ხაბაზის თქმით, ეს ადამიანები ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, სიცრუითა და სიყალბის შეთხზვით არის დაკავებული.
,,არავინ არავის ლიკვიდაციას არ გეგმავს და ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მისი წარმატებებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი, ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება. უფრო მეტსაც გეტყვით, ვშიშობთ, რუსეთის სპეცსამსახურებმა ისეთი ნაბიჯი არ გადადგან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდება და თავის მართლება მოგვიხდება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ინფორმაცია გარკვეულწილად რუსეთის მხრიდან შეგნებულად შემოგდებული "უტკაც" იყოს,, - განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ ხელისუფლებაში ასეთი ნაბიჯის გადადგმვა აზრად არავის მოუვა.