პოლიტოლოგი, აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბზეჟინსკი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ "მეორე ომის დაწყებას" არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი ირანზე მიიტანს იერიშს.
კონფერენცია "Global Security Forum 2012"-ზე სიტყვით გამოსვლისას ზბიგნევ ბზეჟინსკი აღნიშნავს, " ჩვენი ნაციონალური ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის ნავთობსადენი საფრთხის ქვეშ დადგენა თუ ისრაელი ირანს დაარტყამს. რუსეთმა შეიძლება ისარგებლოს ამ სიტუაციით და დაიწყოს ახალი ომი საქართველოს წინააღმდეგ", _ აცხადებს ბზეჟინსკი.
ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯეიმსთაუნის ფონდმა ანალიტიკური დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ასევე საუბარი იყო რუსების შესაძლო გეგმაზე საქართველოს წინააღმდეგ.
ამ მასალის თანახმად, რუსეთი აგრძელებს შეიარაღების გაძლიერებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასთან ერთად გათვლა კეთდება იმაზე, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები 2012 წლის ზაფხულში დაიწყება.
იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელს არ აქვს საკმარისი სამხედრო ძალა ირანის დასამარცხებლად, რუსები მიიჩნევენ, რომ ამ ომში აშშ აუცილებლად ჩაერთვება.
ამავე დროს ვაშინგტონში მყოფი ზოგი ანალიტიკოსი სკეპტიკურად აფასებს საქართველოზე თავდასხმის შესაძლებლობას. ყოფილი დიპლომატი და სამხედრო დეილ ერსპრინგი მიიჩნევს, რომ რუსეთი უბრალოდ კარგად მოიკიდებს ფეხს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამავე დროს მისი აზრით, თუ აღმოსავლეთში მასშტაბური ომი დაიწყო -ყველაფერი შესაძლებელია.
"ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოში ახალი შეჭრამ შესაძლოა სრულად გაანადგუროს აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობები", _ მიიჩნევს ექსპერტი.
მეორე ანალიტიკოსი ჯეიმს სახადეო, კარლტონის ევროპული და ევრაზიული კვლევების უნივერსიტეტის დირექტორი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინი მიიღებს.
იგი კარგად, პოლიტიკურად გათვლის ყველაფერს იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობა იქნება კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში.
"დარწმუნებული ვარ, პუტინს ძალიანაც გაუხარდება იმის ხილვა თუ როგორ მიდის სააკაშვილი, მაგრამ არ მგონია, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებაზე წავიდეს",_ განაცხადა მან.
თავის მხრივ, ვაშინგტონში მყოდი სახელმწიფო ჩინოვნიკების აცხადებენ, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს რუსების მოქმედებას რეგიონში. "ჩვენ ვიცით ბოლო მოვლენების შესახებ. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ამასვე ველით სხვა ქვეყნებისაგან",_ აცხადებს ერთ ერთი ვაშინგტონელი ჩინოსანი.