ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი პარტიების შესახებ კანონში, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული დეფინიციის დაკონკრეტებას ითხოვს.
როგორც მან დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთაიანების შესახებ,, კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, ნათლად უნდა ჩანდეს, რომ შეზღუდვები იმ ორგანიზაციებს ეხსნებათ, რომელთა საქმიანობაც იდეოლოგიური პრინციპების მხარდაჭერას უკავშირდება და არა მხარადაჭერას პოლიტიკურ ბრძოლაში.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, შეზღუდვები საერთაშორისო ორგანიზაციებზე არ ვრცელდება, თუ ასეთი ორგანიზაციების ინსტიტუციური მხარდაჭერა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას არ ეხება. დარჩიაშვილის განმარტებით, ტერმინი - პოლიტიკური ძალა - შეიძლება ინტერპრეტაციების საგანი გახდეს.
„თუ მემარჯვენეობას პოლიტიკურ ძალად განვიხილავთ, ადენაუერის ფონდი დაინტერესებულია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის," ისე „ქრისატიან-დემოკრატების" და ზოგადად მემარჯვენე ცენტრისტული მიმართულების განვითარებით. ებერტის ფონდი მემარცხენე პარტიებს ყოველთვის მოძებნის. ნაუმანის ფონდი - ლიბერალებს. ვიცით, რომ გერმანიასა და ჰოლანდიაში პოლიტიკური ფონდებია. ამიტომ, ნაცვლად პოლიტიკური ძალისა კარგი იქნება თუ კანონში ჩაიწერება, რომ ორგანიზაციის საქმიანობა არ უნდა უკავშირდებოდეს ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მხარდაჭერას. ამით, ნათელი იქნება, რომ ადგილი აქვს, არა უშუალოდ პოლიტიკურ ბრძოლაში მახარადჭერას, არამედ იდეოლოგიური პრინციპების მხარდაჭერას", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა დარჩიაშვილის შენიშვნა გაიზიარა. მან კოლეგას მოუწოდა წარმოადგინოს ზუსტი ფორმულირება წერილობითი სახით, რათა კანონპროექტში მესამე მოსმენამდე მასში აისახოს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა არასამთავრობო ორგანოზაციებთან კიდევ ერთი შეხვედრა შედგეს.