სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე მზადაა სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული რეკომენდაციები გაითვალისწინოს. როგორც ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა, მან გიორგი ტუღუშის ანგარიში დეტალურად წაიკითხა და მზადაა სახალხო დამცველთან მუშაობა დიალოგის რეჟიმში გააგრძელოს და მასთან შეხვედრის შემდეგ მისი გარკვეული რეკონებდაციებიც გაითვალისწინოს.
"სახალხო დამცველის ანგარიში ჩვენი სამინისტროსთვის მნიშვნელვანი დოკუმენტია, იმიტომ, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს და ამ რეფორმების სწორად წარმართვის თვალსაზრისით სახალხო დამცველის ანგარიში ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ანგარიშში თავად სახალხო დამცველი აღნიშმავს, რომ ჩვენს მიერ მისი არა ერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული და ის საკმაოდ დადებითად აფასებს ,მიმდინარე რეფორმებს.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემები არსებობს და ის რეფორმები რომლებიც დაწყებულია უნდა გაგრძელდეს. რეფორმები არის პროცესი და ის უნდა მივიდეს თავის ლოგიკურ დასასრულამდე, დასასრული კი ევროსტანდარტების პენიტენციალური სისტემის შექმნაა", _ განაცხდა კალმახელიძემ.
მისივე თქმით, ის სახალხო დამცველის ანგარიშს გაეცნო და გიორგი ტუღუშთან შეხვედრისა და მასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ ის სახალხო დამცველის რეკომენდაციებს რეფორმების განხორციელებაში აუცილებლად გაითვალიწინებს.