საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი ირაკლი ალსანიას მიერ გავრცელებულ განცხადებას დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ ეხმიანება და გავრცელებულ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებს.
,,ევროკავშირი არის ძალიან სერიოზულად წარმოდგენილი საქართველოში. არა მხოლოდ იმ წარმომადგენლობის მიერ, რომელსაც მე წარმოვადგენ, არამედ არის 200 ადამიანი, რომელიც მუდმივად თვალყურს ადევნებს, საქართველოში მიმდინარე პროცესებს განსაკუთრებით, კონფლიქტის ხაზის აქეთა მხარეს. ვინმე თუ შეეცდებოდა იმის დამტკიცებას, რომ საქართველოში არის ისეთი პროცესები, რომ ევროკავშირის მონიტორების მისია ვერ ამჩნევს, ან ვერ ხედავს ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირი არ ვართ სანდო და ამისა, რა თქმა უნდა, მე მისაღებად ვერ მივიჩნევ", _ განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა.